თბილისში, მეტროსადგურ “გოცირიძესთან” მშენებლობაზე ორი მუშა გადავარდა. ერთ-ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მშენებლობაზე სავარაუდოდ გარე ლიფტი ჩაწყდა. დაშავებული პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც “ფროტუნას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 240 მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.