თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი ორი მუშიდან, ერთი გარდაიცვალა.
თბილისში მშენებარე კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა
გარდაცვალების ფაქტი “ფორტუნას” დაუდასტურეს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, სადაც დაშავებული მამაკაცი მიიყვანეს.
როგორც ცენტრის პრესსამსახურში აცხადებენ, 45 წლის მამაკაცს ქირურგიის ცენტრში შეყვანის დროს გული უკვე გაჩერებული ჰქონდა:
“შემოყვანის დროს, ფაქტობრივად, გარდაცვლილი იყო, გული ჰქონდა გაჩერებული, ამის მიუხედავად, რეანიმაციული ღონისძიებები ჩატარდა, თუმცა აღდგენა ვერ მოხერხდა,” – განაცხადეს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში.
შეგახსენებთ, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
მეორე დაშავებული მამაკაცი ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც “ფორტუნას” კლინიკაში განუცხადეს, პაციენტი ადეკვატური და კონტაქტურია და მას ყველა საჭირო კვლევა უტარდება.
“ფორტუნა” მომხდარის დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.