LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში მიტოვებული ჩვილი იპოვეს – რა წერილი დატოვა დედამ

10545
201809101115311237120506

თბილისში მიტოვებული ჩვილი იპოვეს. როგორც ,,ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა დღეს, საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ახალშობილი ბიჭი კალათაში იყო მოთავსებული. გავრცელებული ინფორმაციით, საბავშვო საფენებთან ერთად კალათაში დედის წერილიც იდო, რომელშიც ქალი შვილის დატოვების გადაწყვეტილებას იმ მიზეზით ხსნის, რომ ბავშვის გაზრდის საშუალება არ აქვს, რადგან ოჯახმა და ნათესავებმა ზურგი აქციეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ითვალისწინებს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას.

არსებული ინფორმაციით, ჩვილი კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები