წერეთლის გამზირზე ერთ-ერთი კორპუსის მე-14 სართულიდან 25 წლის მამაკაცი გადმოვარდა და გადარჩა.
მამაკაცი გონზე იმყოფება და ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანა.
როგორც ცენტრში „ფორტუნას“ განუცხადეს, პაციენტს მხოლოდ სხეულის დაჟეჟილობა აღენიშნება, რადგან ის ავტოფარეხში, „პუფებში“ ჩავარდა და მძიმე დაზიანება სწორედ ამის გამო აიცილა თავიდან.
“საათნახევრის წინ შემოიყვანეს, კომპიუტერული ტომოგრაფია და კვლევები უტარდება, აღენიშნება სხეულის დაჟეჟილობა, სხვა პრობლემები არ აქვს. ასე თქვა ჯერ გარაჟს დავეცი და შემდეგ პუფებში ჩავვარდიო, სწორედ ამან გადაარჩინა,” – განაცხადეს ქირურგიის ეროვნულ ცენტში.
მამაკაცი საავადმყოფოში, დაკვირვების ქვეშ რამდენიმე საათი იქნება, შემდეგ კი სახლში გაწერენ.