თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, ფეხსაცმლის ქარხანა „ისნის“ მიმდებარედ შპს „თ და კ რესტორნებისათვის“ Mcdonald’s-ის რიგით მე-16 რესტორანს ააშენებს, რისთვისაც მინიმუმ 6 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და არანაკლებ 35 ადამიანს დაასაქმებს.
ბიზნესის მხარდასაჭერად კომპანიას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 7000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 761 500 ლარად, საინვესტიციო პირობებით გადაეცა.
ცნობისთვის, შპს „თ და კ რესტორნები“ უკვე 20 წელია წარმატებით ახორციელებს Mcdonald’s-ის საერთაშორისო ქსელის რესტორნების ოპერირებას საქართველოში. დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 15 რესტორანი, სადაც დასაქმებულია 1000-მდე ადამიანი.