თბილისში “მასაჟის ცენტრში” მკვლელობა მოხდა – გარდაცვლილია ერთი ქალი, დაჭრილია კიდევ ერთი პირი.
შემთხვევა ახვლედიანის ქუჩის N18-ში მოხდა.
მომხდარი “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში განგვიცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული ქალი სავარაუდოდ, ჩინეთის მოქალაქეა.