თბილისში, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ადამიანი მოკლეს. არსებული ინფორმაციით მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
ვრცელდება ინფორმაცია, არიან დაჭრილებიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.