LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისში კულინარიული რევოლუცია დაიწყო” – CNN travel მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

152
Salobie Bia restaurant

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მედიასაშუალების CNN-ის სამოგზაურო პლატფორმაზე – CNN travel საქართველოს შესახებ კიდევ ერთი სტატია მომზადდა. საქართველოს კურორტების, ბუნების, ტურისტული მიმართულების შემდეგ CNN-ის სამოგზაურო პორტალი ქართულ კერძებს დაეთმო.

საქართველოს საუკეთესო კერძები და ადგილები თუ სად უნდა დავაგემოვნოთ -ამ სათაურით ვრცელ სტატიას კულინარიის ჟურნალისტი პოლ რიმფლი აქვეყნებს.

სტატიას ეხმაურება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი. „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში CNN-მა საქართველოს კულინარიის შესახებ კიდევ ერთი სტატია მოამზადა, შედეგად გავლენიანი პლატფორმის მილიონობით მკითხველს საშუალება მიეცა გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგულ პლატფორმაზე საპრომოციო სტატიების გამოქვეყნება ხელს უწყობს ჩვენი უნიკალური ტურისტული ადგილების, ღირსშესანიშნაობების ცნობადობის გაზრდას და პოზიციონირებას ჩვენს მიზნობრივ ბაზრებზე, შესაბამისად მაღალამხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვას.

ჩვენი მიზანია უფრო წინ წამოვწიოთ ის ტურისტული პროდუქტები, რომელიც მოიცავს საქართველოს სათავგადასავლო, ეკოტურიზმს, კულინარიას, რომელიც ჩვენი უნიკალური ტურისტული პროდუქტია, ღვინოს, რომელიც გამოარჩევს საქართველოს. მხოლოდ საქართველოს შეუძლია თქვას მთელ მსოფლიოში, რომ ის არის ღვინის სამშობლო. „-აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

საუკეთესო ქართული საჭმელები და ადგილები, სადაც ამ კერძებს დააგემოვნებთ - CNN ქართულ სამზარეულოზე წერს

აქ ნამდვილად არის ისეთი კერძები, რომლებიც აუცილებლად უნდა გასინჯოთ

„ქართულმა კერძებმა და ღვინომ, რომელიც დიდი ხანია უნიკალურობით, ეგზოტიკურობითა და გემოვნებით გამოირჩევა, დღეს მსოფლიოს სუფრებზე სამართლიანად დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი და უდიდეს კულინარიულ საიდუმლოსაც ფარდა აეხადა. ამასობაში, თბილისში კულინარიული რევოლუცია დაიწყო. შეფ-მზარეულებმა ქართული კერძების კონცეფციის ხელახალი განსაზღვრა დაიწყეს, ეს ეხება კერძების გემოს, მომზადების მეთოდებს და სირთულეებს. დანარჩენ მსოფლიოსთან აქტიური კონტაქტის პარალელურად საქართველოში ძველი კულინარიული ტრადიციების ხელახალი აღდგენა დაიწყო. შედეგად საქართველოში კერძების დაგემოვნებისთვის არასდროს ყოფილა ისეთი საუკეთესო დრო როგორც დღეს არის.“-წერს ჟურნალისტი პოლ რიმფლი.

შეგახსენებთ, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მედიასაშუალებას CNN–ის ტელევიზიას და ვებგვერდს წელიწადში მილიარდზე მეტი მაყურებელი და მკითხველი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები