თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე პოლიციელი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოხდა.
დაჭრილი პოლიციელი მკურნალობას კლინიკაში აგრძელებს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.