LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში კიდევ ერთი საველე ჰოსპიტალი მოეწყო

161
f81b4b1d-8022-4af2-a395-e39fc6c99954-640

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე კიდევ ერთი საველე ჰოსპიტალი მოეწყო.

როგორც მან აღნიშნა, აქ 200-მდე საწოლია მობილიზებული.

„ჰოსპიტალურ ნაწილში ჩვენ სრულიად ახალი, 200 საწოლზე დაწესებულება გავხსენით, სადაც გუშინვე დაიწყო პაციენტების მიღება. დაახლოებით 200-მდე პაციენტის მიღება შეიძლება, რომლებიც უზრუნველყოფილი იქნება ჟანგბადით.

ახლა ჩვენ ვმსჯელობთ იმაზე, თუ რამდენად შეძლებს კახეთის რეგიონში ჰოსპიტალური სექტორი იმ დატვირთვის მიღებას, რაც ეპიდკვლევიდან გამომდინარე მოსალოდნელი არის. საჭიროების შემთხვევაში, კახეთში განვიხილავთ დროებითი დაყოვნების სივრცის მოწყობას, სადაც ჩვენი მოქალაქეები საჭირო სამედიცინო დახმარებას მიიღებენ“, – განაცხადა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები