LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, კიდევ 12 ცენტრალურ ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან

117
marsh-700x336

მიკროავტობუსების მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან გაჩერება კიდევ 12 ცენტრალურ ქუჩაზე იქნება სავალდებულო, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„მიკროავტობუსებს ჰქონდათ უფლება და შესაძლებლობა, სადაც მოესურვებოდათ, ყველგან გაეჩერებინათ. ყველანაირი თვალსაზრისით, ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. შესაბამისად, შარშან როდესაც დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა, შეირჩა 14 ცენტრალური ქუჩა. ეს იყო ერთგვარი საპილოტე პროექტი და მძღოლები დავავალდებულეთ, რომ მიკროავტობუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე გაეჩერებინათ. ამ რეგულაციებმა და ცვლილებებმა რა თქმა უნდა, გაამართლა. შესაბამისად, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დამატებით 12 ცენტრალურ ქუჩაზე გავრცელდეს ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება ჩვენი მხრიდან.

ვიცით, რამდენად პრობლემურია, როდესაც ტრანსპორტის ყველგან გაჩერება ხდებოდა. გზის ნებისმიერ მონაკვეთში მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერება მოქალაქეებს უბიძგებს, ქუჩა საფრთხის შემცველ მონაკვეთში გადაჭრან, რაც მათი უსაფრთხოებისთვის და მძღოლებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა და საცობები იყო. ეს ყველაფერი უნდა დავარეგულიროთ ეტაპობრივად,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

მიკროავტობუსები დამატებით 12 ცენტრალურ ქუჩაზე გაჩერდებიან:

ქეთევან დედოფლის გამზირი
თამარ მეფის გამზირი
აკაკი წერეთლის გამზირი
დავით გურამიშვილის გამზირი
გრიგოლ რობაქიძის გამზირი
ნუცუბიძის ქუჩა ცო
ცოტნე დადიანის ქუჩა
სულხან ცინცაძის ქუჩა
ვაჟა ჩაჩავას ქუჩა
პეტრე ქავთარაძის ქუჩა
აწყურის ქუჩა
ჯავახეთის ქუჩა