თბილისში, ხუთ სხვადასხვა მარსრუტზე მოძრავი ავტობუსები ახალი მოდელებით ჩანაცვლდება.
ცვლილება ეხება – N12, N22, N58, N30, N91 და N9 ავტობუსებს, რომლებიც ხვალიდან BMC-სა და ISUZU-ს მარკის 12-მეტრიანი ახალი მოდელებით იცვლება.
თბილისის მერიის ინფორმაციით:
? N12 მარშრუტზე მოძრავ ISUZU-ს მარკის ოთხ ერთეულსა და N22-ზე მოძრავ სამ ერთეულ ავტობუსს BMC-ის მარკის 12-მეტრიანი ავტობუსები ჩაანაცვლებს;
? N58 მარშრუტზე მოძრავ ოთხ ერთეულ “ბოგდანის” მარკის ავტობუსს, BMC-ის მარკის ხუთი ავტობუსი შეცვლის;
? N92 მარშრუტზე არსებული ე.წ. ყვითელი ავტობუსების ნაცვლად, 12-მეტრიანი ახალი ავტობუსები იმოძრავებს;
? N12 და N22 ავტობუსების ჩანაცვლების შედეგად, ISUZU მარკის გათავისუფლებული ავტობუსები N91 და N30 მარშრუტებზე მოძრავ ავტობუსებს ჩაანაცვლებს.
როგორც დედაქალაქის მერიაში აღნიშნავენ, საერთო ჯამში, დედაქალაქში “ბოგდანის” მარკის 16 ერთეული ავტობუსი ახალი მოდელებით ჩანაცვლდება.