LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ჯაზ-ლაუნჯ-რესტორანი DOORS გაიხსნა

689

დედაქალაქის კვების ობიექტებს კიდევ ერთი, ახალი, სრულიად განსახვავებული კონცეფციის ჯაზ-ლაუნჯ-რესტორანი შეემატა. DOORS – ასე ჰქვია ობიექტს, რომელიც გუშინ, 19 აპრილს გაიხსნა და მომხმარებელს მრავალფეროვან კერძებთან ერთად,  გემოვნებიან მუსიკას სთავაზობს. კერძოდ, DOORS-ი განსაკუთრებულ აქცენტს ჯაზ-მუსიკასა და ჯაზის მოყვარულებზე აკეთებს.

ჩვენი ლაუნჯ-რესტორნის სახით ძალიან საინტერესო ადგილი შეემატა თბილისს. ჩვენთან ყოველ საღამოს გაიმართება კონცერტები საოცარი მუსიკოსების მონაწილეობით, გვექნება როგორც ჯაზმუსიკა, ასევე საცეკვაო, გასართობი რეპერტუარი. გარდა მუსიკალური ნაწილისა, ბაზარზე არსებული კონკურენტებისგან, ჩვენს ჯაზ-ლაუნჯ-რესტორანს სამზარეულოც გამოარჩევს. ჩვენთან უამრავი დასახელების კერძებს თბილისში ყველაზე პოპულარული შეფმზარეული კონსტანტინე თედელური ამზადებს. ასე რომ, ყველას გელოდებით ჩვენს ლაუნჯ-რესტორანში”, – განუცხადა ”ფორტუნას” DOORS-ში გია გუმბერიძემ.

ცნობისთვის, ჯაზ-ლაუნჯ-რესტორანი DOORS ცინცაძის (ყოფილი საბურთალოს ქუჩა) 26 ნომერში განთავსდა და ადგილზე 50-ამდე ადამიანი დასაქმდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები