თბილისში ჯანდაცვის ფორუმი გაიმართება. ღონისძიება 8-10 დეკემბერს, საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე ჩატარდება და გამოიფინება სტომატოლოგიური აღჭურვილობა, ასევე ესთეტიკური მედიცინისა და სამედიცინო ტექნოლოგიები. გამოფენა მოიცავს მე-11 პავილიონს.
საგამოფენო სტენდებზე წარმოდგენილია 10 ქვეყნის (საქართველო, საბერძნეთი, თურქეთი, ბელარუსია, ირანი, აშშ, ყაზახეთი, უკრაინა, არაბთა გაერთიანებული საამიროები, რუსეთი) 60-ზე მეტი კომპანია.
როგორც ”ფორტუნას” ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, თბილისის ჯანდაცვის ფორუმზე წარმოდგენილი იქნება ფარმაკოლოგია, სამედიცინო ტექნოლოგია და აღჭურვილობა, ლაბორატორია და დიაგნოსტიკა, საავადმყოფოები და სამედიცინო დაწესებულებები, სტომატოლოგიური მედიცინა და სტომატოლოგია, სტომატოლოგიური აღჭურვილობა, ტექნიკა, სტომატოლოგიური პრეპარატები და მასალები; ესთეტიკური მედიცინა, სამკურნალო და დეკორატიული კოსმეტიკა, კანის მოვლა და კანის მოვლის აღჭურვილობა, ფრჩხილების დიზაინი და ზრუნვა, საპარიკმახერო პროდუქცია, თმის კოსმეტიკა, სუნამოები, სპა, არომათერაპია, განათლება და ტრენინგები.
მათივე ცნობით, თბილისის ჯანდაცვის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციისა (GSA) და საგამოფენო ცენტრი ”ექსპო ჯორჯიას” ორგანიზებით, წლის შემაჯამებელი 3-დღიანი საერთაშორისო
კონფერენციების სერია გაიმართება: ადგილობრივი და საერთაშორისო სპიკერების სამეცნიერო-პრაქტიკული ნაშრომები და სტომატოლოგიური ინოვაციები; სპეციალური საჭიროების სტომატოლოგიის საერთაშორისო კონფერენცია; ახალგაზრდა სტომატოლოგთა საერთაშორისო ფორუმი.
თბილისის ჯანდაცვის ფორუმი 2016 8 დეკემბერს 10:30 საათზე, საგამოფენო ცენტრის მე-11 პავილიონში გაიხსნება.
თბილისის ჯანდაცვის ფორუმის ორგანიზატორი: საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“
თბილისის ჯანდაცვის ფორუმის მხარდამჭერები: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოდიალური დაცვის სამინისტრო და სამეცნიერო-კვლევით ცენტრი RADIX-ი.
თბილისის ჯანდაცვის ფორუმის პარტნიორი: საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია GSA.