LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ისევ ყველაზე მეტი ინფიცირებულია, 521 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა – გადანაწილება რეგიონების მიხედვით

109
BeFunky-collage - 2020-10-28T112322.746

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 33 858-მდე გაიზარდა. 2197-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი და ამ დროისათვის მათი საერთო რაოდენობა 14829-ს შეადგენს. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა. კორონავირუსით  გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 253-ს შეადგენს. ამის შესახებ ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ბერდია სიჭინავამ ისაუბრა.

საქართველოში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა დადასტურდა

მისისვე ინფორმაციით, ახალი შემთხვევების გადანაწილება რეგიონების მიხედვით შემდეგნაირია:

თბილისი – 636

აჭარა – 333

იმერეთი – 320

ქვემო ქართლი – 121

შიდა ქართლი – 76

გურია – 18

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 119

კახეთი – 45

მცხეთა-მთიანეთი – 9

სამცხე-ჯავახეთი – 39

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15.

კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა და 2197 გამოჯანმრთელდა

სიჭინავას განცხადებით, ქვეყანაში ამ დროისათვის 18 750 აქტიური შემთხვევაა, მათ შორის 521 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. კოვიდინფიცირებული პაციენტებიდან 120 პირი ამ დროისათვის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

 

„როგორც აღვნიშნეთ, გრძელდება პოზიტიური დინამიკა გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით. დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში გვყავს 2 197 გამოჯანმრთელებული პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 14 829-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაცვლილია 15 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 4 ადამიანი, აჭარაში – 7, ხოლო იმერეთში – 4 ადამიანი. გარდაცვლილების ჯამური მაჩვენებელი შეადგენს 253 ადამიანს.
ამ ეტაპზე 4 022 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 012, აჭარაში – 673. მძიმე პაციენტი არის 521, მათ შორის, თბილისში – 267, აჭარაში – 73. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 120 პირი – მათ შორის, თბილისში – 67, აჭარაში – 23. 2 344 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, სადაც გადის მკურნალობის კურსს, მათ შორის, 824 – აჭარაში, ხოლო 1 250 – თბილისში; 12 384 მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 507 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 726, აჭარაში – 1 788.
სულ 6-27 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 9 390 პირი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 001 პირი, საიდანაც თბილისში – 3 283 პირი, აჭარაში – 11 793, იმერეთში – 4 072.
ეს გახლავთ სტატისტიკური მონაცემები ამ ეტაპისთვის, რომელიც ასახავს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ქვეყანაში“, – აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.