LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება გაიმართება

126
გიორგი ტუხაშვილი

2024 წლის იანვარში ბაკურიანში ერთ-ერთ სათხილამურო ტრასაზე სრიალისას ტრაგიკულად დაღუპული გიორგი ტუხაშვილის მეგობრებმა მისი სახელობის სტარტაპ დაჯილდოების ჩატარება გადაწყვიტეს.

გიორგი  ტუხაშვილი წარმატებული ქართული სტარტაპის – Kernel-ის თანადამფუძნებელი, სტარტაპ გრაინდის დირექტორი, კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის პროგრამის ხელმძღვანელი და, ზოგადად, ქართული სტარტაპ ეკოსისტემის მშენებელი იყო.

გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება 2024 წლის 28 მაისს თბილისში ჩატარდება.

წელს დაჯილდოებას 8 ნომინაცია ექნება, რომელიც ღია იქნება როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების ნომინირებისთვის, იქნება როგორც ინდივიდუალური, ასევე ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი ნომინაციები. მათ შესახებ დეტალური ინფორმაცია მალე გახდება ცნობილი. შემოსული განაცხადების საფუძველზე გამარჯვებულებს სპეციალური ჟიური გამოავლენს.

დაჯილდოების მიზანი იქნება:

  • ისეთი  ღირებულებების პოპულარიზაცია, როგორებიცაა: სიკეთე, ლიდერობა, ინოვაცია და სოციალური პასუხისმგებლობა;
  • ტექნოლოგიური მეწარმეობის წახალისება;
  • სტარტაპ საზოგადოების გაერთიანება;
  • კრიტიკული დანაკლისის შევსება ეკოსისტემაში, ანუ საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემისთვის მუხლჩაუხრელად მშრომელი ადამიანების აღიარება.

გამარჯვებულები მიიღებენ: სამოგზაურო გრანტს საერთაშორისო სტარტაპ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, გრძელვადიან მენტორინგს, სასწავლო სტიპენდიას სამეწარმეო ან ტექნიკური კურსის გასავლელად და სხვა.

გიორგი ტუხაშვილის მეგობრები ორგანიზაციებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, რათა დაჯილდოებამ ყოველწლიური ხასიათი მიიღოს და მუდმივ შეხსენებად იქცეს მომავალი თაობებისთვის, რომ ყველას გვაქვს სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის ძალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები