LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში გარე რეკლამების განთავსებაზე 15-წლიანი უფლება ერთმა კომპანიამ მოიპოვა

115
386-2-ქალაქში შემოსასვლელი აღმაშენებლის ქ- მარჯვენა მხარე

თბილისში გარე რეკლამების განთავსებაზე 15-წლიანი უფლება კომპანია „ალმამ“ მოიპოვა. დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, აუქციონში ორი დაინტერესებული სუბიექტი მონაწილეობდა.

„შედგა ვაჭრობა და გამარჯვებული გვყავს შპს „ალმა“. 15-წლიანი უფლება ჯამურად ორ ლოტად, 34 მლნ ლარად გაიყიდა, რომელსაც მუნიციპალიტეტი შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან მომდევნო ათი დღის განმავლობაში მიიღებს. როგორც კი გაფორმდება ხელშეკრულება, კომპანიას აქვს ვალდებულება, ეს თანხა დედაქალაქის ბიუჯეტში ჩარიცხოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული თანხით მომდევნო წლებში დედაქალაქში საინტერესო პროექტები განხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები