მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი,მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ფერნანდო იერო საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” მოწვევით თბილისს რამოდენიმე დღით ესტუმრება.თბილისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, იერო გაეცნობა “საბურთალოს” მუშაობის სტილს და ინფრასტრუქტურას, ასევე დაესწრება ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას ”საბურთალო”-”მიდტიულანდი”,
ფერნანდო იერომ საფეხბურთო კარიერა 2005 წელს დაასრულა, 2007-2011 წლებში იგი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სპორტულ დირექტორად მუშაობდა, მომდევნო ერთი წელი “მალაგას” დირექტორი გახლდათ, 2014 წელს კი მადრიდის “რეალის” სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო.