თბილისში, გლდანის რაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში რამდენიმე ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს.
გარდაცვლილია ხუთი ადამიანი, მათ შორის სამი მცირეწლოვანია.
გარდაცვალების მიზეზად, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაცია იქცა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.