კომპანია Gino Invest-მა საპარტნიორო ფონდში პროექტ Gino Green City-ის მშენებლობასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა. Gino Invest-ის პოტენციური პარტნიორი კომპანიის Ramboll-ის წარმომადგენლებმა ფონდის მენეჯმენტს პროექტის სამოქმედო გეგმა წარუდგინეს.
როგორც ”ფორტუნას” საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, ფონდში გამართულ შეხვედრაზე Tbilisi eco green city პროექტის განხორციელების პროცესში მწვანე ენერგიის გამოყენების კუთხით მსოფლიოში ცნობილი Ramboll group company-ის ჩართულობის საკითხი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
შეგახსენებთ, საპარტნიორო ფონდთან პარტნიორობით Gino green city corporation-ი Gino green city-ის მშენებლობას იწყებს. პროექტი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ეკო-ქალაქის მშენებლობას ითვალისწინებს, სადაც რეკრიაციული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები, გასართობი, სავაჭრო და საცხოვრებელი სახლები განთავსდება. პროექტის განსახორციელებლად, საპარტნიორო ფონდსა და Gino green city corporation შორის პარტნიორთა შეთანხმება სექტემბერში გაფორმდა. შეთანხმების ფარგლებში, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, აღმოსავლეთ ევროპაში პირველი, თანამედროვე ტიპის ეკო-ქალაქი – Tbilisi eco green city აშენდება.
საინვესტიციო გეგმებში შედის ასევე გასართობი და საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის განვითარება. თბილისის მერიამ საპარტნიორო ფონდს 261 ჰა მიწის ფართობი გადასცა, რომელიც ეტაპობრივად გადაეცემა Gino green city-ის შესრულებული საინვესტიციო დაპირების შესაბამისად. ინვესტორის მიერ ამ ტერიტორიაზე საჯარო ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ, რაც მოიცავს გზებს, საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საავადმყოფოს და ა.შ. 83 ჰა მიწის ფართი ქალაქის მფლობელობაში იქნება.
Gino green city corporation სლოვაკურმა კომპანია Gino invest-მა დააფუძნა. თბილისის ეკო-ქალაქის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 700 მლნ აშშ დოლარია. პროექტის დაფინანსებაში ჩართვას სლოვაკეთის ექსპორტის ფინანსირების ბანკიც გეგმავს.