LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ეკლესიის კლასტერი გაჩნდა – ტაძარი დაიხურა

676
tazar 88

თბილისში სანზონაში მდებარე წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძარი კორონავირუსის გამო 10 დღით დაიკეტა. ამის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოს პრესსპიკერმა, ანდრია ჯაღმაიძემ „ფორტუნას“ დაუდასტურა.

„წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძარი რამდენიმე დღის წინ დაიკეტა. თავდაპირველად ვირუსი ტაძრის რამდენიმე მრევლს აღმოაჩნდა. როგორც ჩემთვის ცნობილია, ინფიცირებულია, ტაძრის ერთ-ერთი მოძღვარიც. დაინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არაა.  ტაძარი 10 დღის განმავლობაში იქნება დაკეტილი“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ „ფორტუნასთან“ საუბარში.

დავრჩეთ სახლში, რათა არანაირი შეზღუდვა არ დავაწესოთ: ტიკარაძე

გრიპის სეზონზე ყველა სიცხიანი კოვიდზეც გაიტესტება: გამყრელიძე

გავრცელებული ინფორმაციით, ტაძრის პირველი ინფიცირებული მგალობელია, რომელიც აჭარაში იმყოფებოდა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში 453 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 295 -ით გაიზარდა.

“პანდემია კიდევ უფრო ფართოვდება…ეპიდემია ძალებს იკრებს” – ამირან გამყრელიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები