LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ე.წ. „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილე 5 პირი დაკავებულია

შსს პოლიცია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ე.წ. „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილე 5 პირი დააკავა. 27 იანვარს თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოქალაქე მ.კ.-სა და ბიზნესმენ ჯ.მ.-ს შორის არსებული უთანხმოების გადაწყვეტის მიზნით, „ქურდული შეკრება“ გაიმართა, რომელშიც კრიმინალური სამყაროს წევრები მონაწილეობდნენ.

ამავე შეკრებაში, ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით ჩაერთო 2016 წლიდან ინტერპოლის მიერ ძებნილი, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი სულხან ჯაფარიძე (წარსულში სულხან თვალჭრელიძე), რომელმაც თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით მხარეებს შორის უთანხმოება ქურდული წესებით გადაწყვიტა.

სამართალდამცველების მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დასახელებული ქურდული შეკრების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განხორციელდა.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პოლიციამ 5-ვე პირი მიმდინარე წლის 11 თებერვალს თბილისში დააკავა. ინტერპოლით ძებნილ ქართველ ე.წ. “კანონიერ ქურდ” სულხან ჯაფარიძეს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები