თბილისში, ე.წ. აეროპორტის დასახლებაში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მოკლულია ასაკოვანი მამაკაცი.
მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. თვითმხილველების ვერსიით, დანაშაულში ბრალდებული, სავარაუდოდ, მისი მეზობელია.
ადგილობრივების ინფორმაციით, დაკავებულია შუახნის კაცი.
„ფორტუნა“ მეტი ინფორმაციის მისაღებას შსს-ს დაუკავშირდა. მომხდარზე ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.