LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში დღეს ქვეითთა და მძღოლთა აქცია გაიმართება

27

თბილისში დღეს ქვეითთა და მძღოლთა საგანმანათლებლო აქცია გაიმართება. ღონისძიებას 11:00 საათზე, კოსტავას ქუჩაზე N 75-თან (ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე შუქნიშანთან), სადაც განთავსებულია წარწერები “დაელოდე მწვანეს”, “კია მოტორსი”, “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”, “საქართველოს წითელი ჯვარი”, ჟურნალი “ავტობილდი” გამართავს.

აქციის მიზანია ინფორმაციის მიწოდება საგზაო მოძრაობის მონაწილეთათვის ქუჩის უსაფრთხოდ გადაკვეთასთან დაკავშირებით.

“ქუჩის აქციის განმავლობაში “ზებრამენი” (კოსტუმირებული ზებრა) და მოხალისეები მძღოლებს ქვეითებისთვის “ზებრაზე” გზის დათმობის აუცილებლობას შეახსენებენ და სტიკერებს დაურიგებენ წარწერებით “გაატარე ქვეითი ზებრაზე”, ხოლო ქვეითებს მოუწოდებენ დაელოდონ მწვანეს და მხოლოდ შემდეგ გადაკვეთონ გზა. 1-ლი მარტიდან “კია მოტორს ჯორჯია” უერთდება საქართველოში ბოლო პერიოდში აქტუალურ საკითხს უსაფრთხო გადაადგილებაზე ქუჩებში და მოუწოდებს როგორც მძღოლებს, ასევე ქვეითებს მაქსიმალურად ყურადღებით იყვნენ “ზებრა” გადასასვლელებზე.
“კიას” ინიციატივით თბილისის ქუჩებში “ზებრა” გადასასვლელებზეც გაკეთდა გამაფრთხილებელი წარწერები : “დაელოდე მწვანეს”- შუქნიშნებზე და “ზებრა” გადასასვლელებზე, სადაც შუქნიშანი არ არის იქ მეგობრული მოწოდება ქვეითებისთვის – “გადასვლამდე გაიხედე”, – აცხადებენ ალიანსში.

მათივე ინფორმაციით, “კიას” ამ წამოწყების მიზანია გაზარდოს უსაფრთხოება “ზებრა” გადასასვლელზე, რისთვისაც სპეციალური სტიკერებიც შექმნა: “გაატარე ქვეითი ზებრაზე”.

“ყველა ვისთვისაც მნიშვნელოვანია წესრიგი და საგზაო უსაფრთხოება თავის ავტომობილზე შეუძლია განათავსოს სტიკერი, რომლითაც მოუწოდებს სხვა მძღოლებს არ დაავიწყდეთ ზებრაზე ქვეითის უპირატესობა და აუცილებლად დაუთმონ გზა მას”, – აცხადებენ ალიანსში.

სტატისტიკის თანახმად, 2015 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად თბილისში დაიღუპა 90 და დაშავდა 3,834 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები