თელასისა და ენერგო-პრო ჯორჯიას მომხმარებლებისთვის ტარიფი იზრდება. საუბარია როგორც არასაყოფაცხოვრებო, ისე საყოფაცხოვრებო ტარიფზე. სემეკის დადგენილებით, კომპანიისთვის ტარიფები დროებით, 6 თვის ვადით განისაზღვრება.
დროებითი ტარიფი სამომხმარებლო აბონენტებისთვის დღგ-ის ჩათვლით ერთ კილოვატზე 3.494 თეთრით ძვირდება, რის შედეგადაც სამოხმარებლო ტარიფი ასე განისაზღვრება:
მინისტრი: თუ ტარიფი არ გაიზარდა, შესაძლოა დენის მიწოდების პრობლემა შეიქმნას.
“თელასის” სამომხმარებლო აბონენტებისთვის ტარიფი ასე განისაზღვრება:
- თვეში 0-101 კილოვატი – 18.041 თეთრი, ზრდა 3.498 თეთრი;
- თვეში 101-301 კილოვატი – 22.053 თეთრი, ზრდა 3.498 თეთრი;
- თვეში 301+ კილოვატი – 26.537 თეთრი, ზრდა 3.498 თეთრი.
“ენერგო პროს” სამომხმარებლო აბონენტებისთვის ტარიფი ასე განისაზღვრება:
- თვეში 0-101 კილოვატი – 17.731 თეთრი, ზრდა 3.494 თეთრი;
- თვეში 101-301 კილოვატი – 21.707 თეთრი, ზრდა 3.494 თეთრი;
- თვეში 301+ კილოვატი – 26.227 თეთრი, ზრდა 3.494 თეთრი.
არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ახალი ტარიფები ასეთია:
“თელასი” :
110-35 კვ. – 27.370 თეთრი- ზრდა 11.260 თეთრი;
10-6-3.3 კვ – 29.646 თეთრი – ზრდა 12.764 თეთრი;
380-220 ვ – 32.831 თეთრი – ზრდა 11.612 თეთრი.
“ენერგო პრო”:
110-35 კვ. – 28.267 თეთრი- ზრდა 13.407 თეთრი;
10-6-3.3 კვ – 30.879 თეთრი – ზრდა 14.628 თეთრი;
380-220 ვ – 31.960 თეთრი – ზრდა 10.877 თეთრი.
დედაქალაქში მოსახლეობისა და კომერციული სექტორისთვის ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი პირველი იანვრიდან ამოქმედდება და ელექტროენერგიის განაწილების ტარიფი ძალაში 2025 წლის ბოლომდე იქნება.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს მომავალ წელს არ მოუწევთ ელექტროენერგიის საფასურის გაზრდილი ტარიფით გადახდა. გიორგი გახარიას განცხადებით, „საქართველოს მთავრობა სხვაობას დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის, რომელსაც დღეს დაადგენს კომისია, სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის“.
2021 წელს დენის ტარიფს მთავრობა დაასუბსიდირებს: პრემიერი