Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
თბილისში CO-ს გაჟონვის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში CO-ს გაჟონვის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

251
policee-700x336-e1543403306466

წინასწარი ინფორმაციით, თბილისში CO-ს გაჟონვის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ყაზტრანსგაზ – თბილისი“ ავრცელებს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, გვიან ღამით „ყაზტრანსგაზ – თბილისში“ შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, კნოლევის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ადამიანი იყო გარდაცვლილი.

„კომპანიის სპეციალისტების მიერ საცხოვრებელი სახლი შემოწმდა. ბინაში ტექნიკური ნორმების დარღვევით ღია წვის კამერიანი(„ნიკალას“ ტიპის) გამათბობელი იყო დამონტაჟებული. ეზოში უსაფრთხოების ნორმების დარღვევით დამონტაჟებულია ასევე სამი ღია წვის კამერიანი წყალგამაცხელებელი. საცხოვრებელ სახლს გაზმომარაგება შეუწყდა.

ამასთან, საცხოვრებელი სახლის მთავარ მრიცხველზე თვითნებურად მიერთებულია რამდენიმე ქვე-მრიცხველი. სახლი სავარაუდოდ, გაქირავებულია.

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს აბონენტებს, რომ გაითვალისწინონ სპეციალისტების რჩევები, უარი თქვან ღია წვის კამერიან გამაცხელებლებსა და გამათბობელებზე, დაიცვან უსაფრთხოების წესები, დარეკონ ცხელ ხაზზე და მოითხოვონ საცხოვრებელი სახლების შემოწმება.

განსაკუთრებულად ყურადღებით ყოფნისკენ მოვუწოდებთ ადამიანებს, რომლებიც ნაქირავებ, ან ნაგირავებ ბინაში ცხოვრობენ,“ – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები