პოლიციამ თბილისში გენდერული ნიშნით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის 2 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, 2001 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს, მისი ჩაცმულობისა და გარეგნობის გამო, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. არასრულწლოვანმა მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ სამართალდამცველებს აცნობა.
დაზარალებულის მითითებით, პოლიციამ ინციდენტის მონაწილე პირები იმავე ქუჩაზე, შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დააკავა.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.