LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

266
c71fd534850869fd13f91e0993d9dddb-XL

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მიხეილ მესხის ქუჩაზე ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 33 წლის ქალი დაიღუპა. ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს და მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციაში მოათავსეს, მაგრამ მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

მოწამლულია გარდაცვლილის 22 წლის ძმა. ამ დროისათვის, ის მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება.

როგორც ცნობილია, ბინა, სადაც ახალგაზრდები ცხოვრობდნენ გაქირავებული იყო.

მომხდართან დაკავშირებით “თბილისი ენერჯიმ” განცხადება გაავრცელა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ბინაში აკრძალული დანადგარები ივნისში ჩაჭრეს, თუმცა ის ხელმეორედ, კუსტარულად ისევ დაამონტაჟეს. ბინაში სამი ღიაკამერიანი გაზის გამაცხელებელი გამონაბოლქვის გამწოვი მილების გარეშე იყო დამონტაჟებული და გაზის ნამწვი (CO) ბინაში გროვდებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები