თბილისის მასშტაბით, ავტობუსების მოსაცდელებთან არსებული ელექტრონული ტაბლოები გათიშულია.
როგორც “ფორტუნას” სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მიზეზი ტექნიკური ხარვეზია, რაზეც შესაბამისი ჯგუფი უკვე მუშაობს.
ტაბლოების მუშაობა დაახლოებით, ნახევარ საათში აღდგება.
“ტექნიკური შეფერხების გამო, მთელ თბილისში, ტაბლოები გათიშულია. ადგილზე უკვე მუშაობს შესაბამისი ტექნიკური ჯგუფი და უსწრაფესად მოხდება ხარვეზის აღმოფხვრა”, – განაცხადეს “ფორტუნასთან” სატრანსპორტო კომპანიაში.