თბილისში, ავტობუსების ახალი, გადახურული მოსაცდელები მოეწყობა. საქმე ისაა, რომ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ 50 ახალი მოსაცდელის მშენებლობის შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 19 სექტემბერს დაიწყება და 24 სექტემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებს 1.294 მლნ ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ მიმწოდებელმა 50 ახალი მოსაცდელის მშენებლობა ეტაპობრივად, 2022 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დაასრულოს.