LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, ანწუხელიძის ქუჩის გვერდით, კიდევ ერთი გმირის შმაგი სოფრომაძის ქუჩა გაიხსნა

364
shmagisofromaze

თბილისში, ისნის რაიონის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. სამხედრო ქალაქთან, სადაც გიორგი ანწუხელიძის ქუჩა მდებარეობს, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული კიდევ ერთი მებრძოლის, უშანგი (შმაგი) სოფრომაძის სახელობის ქუჩა გაიხსნა.

დედაქალაქის ერთ-ერთი ქუჩისთვის შმაგი სოფრომაძის სახელის მინიჭების საკითხი თბილისის საკრებულოში გასული წლიდან იყო ინიცირებული. დღეს, სიმბოლურად 8 აგვისტოს ქუჩა ოფიციალურად გადაინომრა.

საკრებულოში საკითხის ინიცირებას წინ უსწრებდა “ფორტუნას” სტატია აგვისტოს ომის გმირებზე, სადაც შმაგი სოფრომაძის და სოფო სოფრომაძე ამბობს, რომ მისი ძმა იმსახურებს ეროვნული გმირის სახელს. მისივე თქმით, მას სურს, რომ თბილისში არსებობდეს თუნდაც, მისი სახელობის ქუჩა. 

აგრესიას შეწირული ქართველი სამხედროები - გმირებზე ისტორიებს "ფორტუნასთან" ყვებიან

ძალიან ვამაყობ, რომ გმირი მამის შვილი ვარ, კლასელებიც ამაყობენ ჩემით, ყველას სჯერა, რომ მამასნაირი კაცი გამოვალ, – ამბობს 11 წლის ლევან ანწუხელიძე. მამაზე ბევრი რამ იცის, მაგრამ გადმოცემით. ლევანი 10 თვის იყო, როცა მამა გმირულად დაიღუპა. საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, ერთ-ერთი შეტაკების დროს ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს, წამებისა და დაკითხვის შემდეგ […]

აგვისტოს ომის გმირი შმაგი სოფრომაძე ტყვედ ჩავარდნის შემდეგ წამებით მოკლეს. მას გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები