LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაზიანებული კორპუსი საცხოვრებლად ვარგისია

79

სპეცოპერაციის დროს დაზიანებული კორპუსი საცხოვრებლად ვარგისია. ამის შესახებ თბილისის მერიის ლაბორატორიის უფროსმა  განაცხადა. ლაშა სამხარაძის თქმით, სპეციალისტებმა სადარბაზოს მდგომარეობა დეტალურად შეისწავლეს და დაადგინეს, რომ იქ მოსახლეობის შეყვანა საშიში არ არის.  მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში ადგილზე თბილისის მერიის ხელმძღვანელობა მივა და საბოლოოდ გადაწყდება, როდიდან შეძლებს სადარბაზოს მოსახლეობა ბინებში დაბრუნებას.

ამ დრომდე სპეცოპერაციის დროს დაზიანებული კორპუსის მესამე სადარბაზოს სამართალდამცველები იცავენ. დამწვარია რამდენიმე ბინა, დანარჩენებს კი სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება.