LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ახალი საბაგიროები გამოჩნდება – კალაძემ შესაბამის სამსახურებს მარშრუტების განსაზღვრა დაავალა

2012062305144804

თბილისს საბაგირო ხაზების განვითარების თვალსაზრისით, დიდი პოტენციალი გააჩნია – ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა.

როგორც მან დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ფრანგული კომპანია „სისტრას“ მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ინვესტირებისთვის განსაკუთრებით, „სამგორი“-ვაზისუბნისა და „ახმეტელის თეატრი“-ზღვისუბნის მარშრუტებია მიმზიდველი.

„2016-2017 წლებში, ფრანგული კომპანია „სისტრას“ მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ თბილისს საბაგირო ხაზების განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. ამ კვლევის შედეგად მივიღეთ, რომ ინვესტირებისთვის მიმზიდველია „სამგორი“-ვაზისუბნისა და „ახმეტელის თეატრი“-ზღვისუბნის მარშრუტები. შესაბამისად, მინდა დავავალო მაია ბითაძეს, დაიწყოთ მუშაობა, რათა განისაზღვროს, რომელი იქნება ყველაზე საინტერესო მარშრუტი მგზავრთა გადაყვანის თვალსაზრისით და დავიწყოთ ამ პროექტზე მუშაობა, რათა შემდგომ მისი განხორციელება შევძლოთ,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები