LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ახალი ეკოტრანსპორტი გამოჩნდა – მოპედები გაზიარებით

900
143233780-139369241334486-2765486304298945612-o

თბილისში ახალი ეკოტრანსპორტი გამოჩნდა – დედაქალაქში მოპედების გაზიარების სერვისი უკვე ხელმისაწვდომია.

ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პირველი საზიარო სერვისი ბრენდმაქარიწარადგინა, რომელიც 2021 წელს შეიქმნა. როგორც „ქარის“ ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, მოპედის საქირავებლად მომხმარებელს დასჭირდება აპლიკაციის ჩამოტვირთვა და ნებისმიერი ტიპის მართვის მოწმობა.

ამ ეტაპზე „ქარი“ მხოლოდ თბილისში, საპილოტე რეჟიმშია ხელმისაწვდომი. მოპედების სერვისის შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს შეუძლია ნახოს qari.eco-ზე. მოპედების სამართავი აპლიკაცია Qari App ხელმისაწვდომია Google playstore-ზე და Appstore–ზე.

„საბარგულში მოთავსებულია ორი ჩაფხუტი. ქარის მოპედი ჩუმად გადაადგილდება და საშუალებას გაძლევს მოუსმინო ქუჩებს. აღმოაჩინე ქალაქი თავიდან, ქართან ერთად“, – აცხადებენ ბრენდის შემქმნელები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები