თბილისში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. დანაშაული სავარაუდოდ, მისმა ყოფილმა მეუღლემ ჩაიდინა. შემთხვევა დღეს, დიდუბის რაიონში მოხდა.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11.117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანებას გულისხმობს.
დანაშაული 3-დამ 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დამატებით დეტალებზე უწყებაში არაფერს ამბობენ, რადგან მათი თქმით, საგამოძიებო მოქმედებები კვლავ მიმდინარეობს.