თბილისში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე 24 წლის მამაკაცი მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გვიან ღამით მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
შსს-ის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს.
მომხდარის სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.