LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში „აგროჰაბის“ კიდევ ერთი მარკეტი გაიხსნა

2222
qobuliaaa

აგროჰაბი” ფართოვდება – კომპანიამ დღეს დედაქალაქში კიდევ ერთი მარკეტი გახსნა. ფილიალი ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, „აქსის თაუერსის“ სავაჭრო ცენტრში განთავსდა. ადგილზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს ნატურალური და ჯანსაღი პროდუქტები.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მოთხოვნა ძალიან დიდია მაღალხარისხიან, ჯანსაღ, ცოცხალ საკვებზე და არა იაფფასიან, შხამქიმიკატებით გაჯერებულ თუ ხელოვნურად სწარაფად გაზრდილ პროდუქტებზე. სწორედ ამიტომ, „აგროჰაბს“ გაფართოების გეგმები მიმდინარე წელს კიდევ აქვს. ვაკეში გახსნის შემდეგ, ამ წლის ივლისის ბოლოს “აგროჰაბი” ბათუმშიც გაიხსნება, მომავალ წელს კი იგეგმება კიდევ ერთი მარკეტის გახსნა თბილისში.

შეგახსენებთ, “აგროჰაბის” პირველი მაღაზია დედაქალაქში, მარშალ გელოვანზე, 2016 წლის დეკემბერში გაიხსნა. პროექტში 15 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. “აგროჰაბი” ნატურალური, ეკოპროდუქტების მარკეტია. იმავდროულად, კომპანიას აქვს რძის გადამამუშავებელი ქარხანა, სადაც ნატურალურ რძის პროდუქტებს აწარმოებენ, რომელიც “აგროჰაბის” სახელით იყიდება. კომპანის აქვს საკუთარი ფრინველის, საქონლის და ღორის ფერმაც. მარკეტში გამზადებული კერძებიც იყიდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები