LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში 78 წლის მამაკაცს ეძებენ

671
ing

თბილისში გაუჩინარებულ მამაკაცს ეძებენ.

78 წლის ცეზარ სუხიტაშვილი სანზონიდან, სახლიდან გუშინ გავიდა და ოჯახს, ამ დრომდე, მისი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

როგორც “ფორტუნას” გაუჩინარებული მამაკაცის შვილმა დიანა სუხიტაშვილმა განუცხადა, მამაკაცს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მანამდე არ ჰქონია, თუმცა 2-3 კვირაა, რაც მეხსიერებასთან დაკავშირებით პრობლემები შეამჩნია.

ოჯახმა მამაკაცის დაკარგვის შესახებ შსს-ში გუშინვე განაცხადა:

“ისევ ვეძებთ, ჯერ არ გამოჩენილა. სანზონაში, სახლიდან, დაახლოებით, 24 საათის წინ გავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინ საღამოს 22:00 საათზე განვაცხადეთ – ფოტოები, ინფორმაცია ყველაფერი გადაცემულია.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებით განსაკუთრებული პრობლემები არ ჰქონია, არანაირ მედიკამენტს არ იღებს. მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონია, ახლახან 2-3 კვირაა რაც შევამჩნიე, მანამდე არ ჰქონდა. არც გადაადგილება უჭირდა, ეს არის პირველი შემთხვევა, რომ გავიდა და კონტაქტი არ არის.
ჩვეულებრივ გადაადგილდება, ფიზიკურად არანაირი პრობლემა არ აქვს, არც სათვალეს იყენებს – ჩვეულებრივ ხედავს, უბრალოდ მეხსიერების ჩავარდნები ჰქონდა”, – განუცხადა დიანა სუხიტაშვილმა ფორტუნას.

ოჯახის წევრები ავრცელებენ საკონტაქტო ინფორმაციას, რომლებზეც მოქალაქეები ნებისმიერი ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში შეძლებენ დარეკვას:

577 37 66 40;

595 65 88 77;

595 21 05 91

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები