LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში 300 ახალი მიკროავტობუსი შემოდის

210
marshutk2

თბილისში ოქტომბერში ახალი მიკროავტობუსები ივლიან, ხოლო 180 კალენდარული დღის განმავლობაში, 300 ერთეული ახალი მიკროავტობუსის ჩამოყვანა იგეგმება. კახი კალძემ ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისივე განმარტებით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება-ჩანაცვლება ეტაპობრივად განხორციელდება.

“დედაქალაქის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება-განახლება. არსებული ყვითელი ავტობუსები მთლიანად განახლდება. 15 აგვისტოს გამოცხადებული ტენდერი უკვე დასრულებულია. მიკროავტობუსები მთლიანად გვინდა განვაახლოთ. 18 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება და გვყავს გამარჯვებული კომპანია. “ფორდის” მარკის 300 ერთეული მიკროავტობუსი ეტაპობრივად შემოვა დედაქალაქში. ოქტომბერში გარკვეული ნაწილი უკვე ადგილზე იქნება და დანარჩენი ეტაპობრივად, 180 კალენდარული დღის განმავლობაში შემოვა. ეს 300 ერთეული არ ეყოფა, საჭირო იქნება დამატებითი შესყიდვების განხორციელება.

თბილისში დაახლოებით 3 ათასამდე მიკროავტობუსი მოძრაობდა. ახლა დაახლოებით 1200-მდე შემცირდება, რადგან საავტობუსო ქსელის, მარშრუტების მთლიანი მოდერნიზება ხდება. რაიონებში ივლის 8-10-12 მეტრიანი ავტობუსები, ხოლო თბილისში მიკროავტობუსები, რომლებიც საკმაოდ კომფორტული იქნება”, – განაცხადა კახი კალაძემ.