LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში 300 ახალ, ლურჯ მიკროავტობუსს „ჯი-თი მოტორსი“ შემოიყვანს

131
871fd5bdd57166937974bcb3e87e5926

უკვე ცნობილია ის კომპანია, რომელიც თბილისში 300 ახალ, ლურჯ მიკროავტობუსს შემოიყვანს. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” მიერ გამოცხადებულ ტენდერში ისევ კომპანია “ჯი-თი მოტორსმა” გაიმარჯვა. ამის შესახებ შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სატენდერო კომისიის სხდომის ოქმიდან ირკვევა.

სატენდერო პირობების თანახმად, მიკროავტობუსები უნდა იყოს არაუადრეს 2021 წლისა (ყველა ავტობუსი უნდა იყოს ერთი მარკის და ერთი მოდელის); არანაკლებ 17 მგზავრზე გათვლილი; უნდა იყოს ლურჯი (მეტალიკი) ფერის. გამარჯვებულმა კომპანიამ მიკროავტუბუსები შემსყიდველ ორგანიზაციას ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 180 დღეში, ეტაპობრივად უნდა მიაწოდოს.

შეგახსენებთ, თბილისში დამატებით 300 ლურჯი მიკროავტობუსის შესყიდვაზე მერიამ ტენდერი 2 აპრილს გამოაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები