LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში 200 ჭკვიანი ვიდეოკამერა სრული დატვირთვით ამოქმედდა

42

დედაქალაქში ნომრის ამომცნობი 200 ჭკვიანი ვიდეო კამერა სრული დატვირთვით აამოქმედა. შს სამინისტროს ინფორმაციით,  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო კამერების ფუნქციონირებისათვის საჭირო სასერვერო ინფრასტრუქტურა და პროგრამული უზრუნველყოფა. ამასთან, დედაქალაქში, გზაჯვარედინების შუქნიშნებზე დამონტაჟდა 16 ჭკვიანი ვიდეოკამერა, რომელებიც თითოეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, ავტომატურ რეჟიმში, მყისიერ რეაგირებას მოახდენს.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში რეგისტრირებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ანალიზის შედეგად მოახდინა ე.წ. შავი წერტილების იდენტიფიცირება, სადაც მძღოლების მიერ ყველაზე ხშირია დადგენილი სიჩქარის ნორმის გადაჭარბების შემთხვევები. აღნიშნულ ადგილებზე სამინისტრომ სიჩქარის მზომი სექციური რადარები დაამონტაჟა.

ზაფხულის სეზონისა და ტურისტული ნაკადის ზრდასთან დაკავშირებით, ავტოსატრანსპორტო საშუალების სიჩქარის მზომი 6 წერტილოვანი რადარი ამოქმედდა აჭარის რეგიონში. წლის ბოლომდე რეგიონებში გადატვირთულ საავტომობილო გზებზე 1000-მდე ჭკვიანიკამერა ამოქმედდება.

ახალი ჭკვიანი ვიდეოკამერები თბილისში შემდეგ ადგილებშია განლაგებული:

1. წერეთლის გამზირი – სტანისლავსკის ქ.-ს კვეთა (დინამოს მიმართულებით)
2. წერეთლის გამზირი – სტანისლავსკის ქ. 2 (მეტრო დიდუბის მიმართულებით)
3. წერეთლის გამზ – ვ. ბაგრატიონის ქ. (დინამოს მიმართულებით)
4. წერეთლის გამზ-ვ. ბაგრატიონი ქ. 2 (მეტრო დიდუბის მიმართულებით)
5. ი.ჭავჭავაძის გამზირი – ბერძენიშვილის ქ.
6. ლეხ კაჩინსკის ქ.-აწყურის ქ.
7. დადიანის ქ. – კოხრეიძის ქ.
8. დადიანის ქ. -ზაზიაშვილი ქ.
9. გობრონიძის ქ.-დუმბაძის ქ.
10. გობრონიძის ქ.-ნონეშვილის ქ.
11. რომელაშვილის ქ. -ისაკიანის ქ.
12. გურამიშვილის გამზირი (მეტროს მიმდებარე ტერიტორია – კინო საქართველოს მიმართულებით)
13. გურამიშვილის გამზირი (მეტროს მიმდებარე ტერიტორია 2) მეტრო სარაჯიშვილის მიმართულებით
14. მარცხენა სანაპირო – ქორწინების სახლთან
15. თამარაშვილის ქუჩა – უნივერსიტეტის ქუჩის კვეთა
16. ვაჟა-ფშაველას გამზირი
ახალი სიჩქარის მზომი სექციური რადარები განთავსებულია:
1. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი (ქალაქიდან გასასვლელში)
2. თბილისი აღმაშენებლის ხეივანი (ქალაქში შემოსასვლელში)
3. ჯ. ბალანჩინის ქ. (გლდანის მიმართულებით)
4. ჯ.ბალანჩინის ქ. (გლდანიდან აშშ-ს საელჩოს მიმართულებით)
5. ქ.თბილისი – ქ. რუსთავის გზატკეცილი ( ფონიჭალიდან გასასვლელში)
6. ქ.თბილისი – ქ.რუსთავის გზატკეცილი (ფონიშალაში შემოსასვლელში)
ახალი წერტილოვანი რადარები განთავსებულია:
1. ბათუმი – ახალციხის საგზაო მონაკვეთის (ახალციხის მიმართულებით)
2. ბათუმი – ახალციხის საგზაო მონაკვეთის (ახალციხიდან ბათუმის მიმართლებით)
3. მახინჯაური – (მახინჯარუიდან ბათუმის მიმართულებით)
4. მახინჯაური (ბათუმიდან მახინჯაურის მიმართულებით)
5. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო მონაკვეთი
6. ქ. ქობულეთი, აღმაშენებლის გამზირი
დედაქალაქის მასშტაბით ნომრის ამომცნობი 200 ჭკვიანი ვიდეოკამერა სრული დატვირთვით მიმდინარე წლის 9 ივლისიდან ამოქმედდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები