LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში 2 მეტროსადგური მგზავრებს ვერ ემსახურება

247
metro

თბილისის მეტროს მეორე ხაზზე მეტროსადგურები „ვაჟა-ფშაველა” და „სახელმწიფო უნივერსიტეტი” მგზავრებს დილიდან ვერ ემსახურება.

თბილისის სატრასპორტო კამპანიაში „ფორტუნას“ განუცხადეს, რომ  შეფერხება ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია.

„პრობლემა სერიოზული არაა, თუმცა მის აღმოფხვრას დრო დასჭირდება. ადგილზე დაკვამლიანება არ აღინიშნება. ამ დროისთვის საბურთალოს ხაზზე მატარებელი მოძრაობს „სადგურის მოედნიდან“ „დელისამდე“. ტექნიკური ჯგუფი ადგილზე მუშაობს. ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრისთანავე, ორივე სადგული მგზავრებისთვის გაიხსნება.

მათივე ინფორმაციით, მეტროს პირველ ხაზზე არანაირი შეფერხება არაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები