თბილისის ქუჩებში დამატებით 18 ახალი შუქნიშანი დამონტაჟდება.
შუქნიშნები გზის იმ მონაკვეთებში დაიდგმება, სადაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებია მომატებული.
ახალი შუქნიშნები დამონტაჟდება კახეთის გზატკეცილზე, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირებზე.
ამ დროისთვის თბილისში 237 შუქნიშანია დამონტაჟებული, მათგან 180 ე.წ. ჭკვიანი შუქნიშანია და ავტომატურ მართვის რეჟიმში მუშაობს.