თბილისში, სანზონაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფრომაციით, მოკლულია 17 წლის მოზარდი.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა.
მომხდართან დაკავშირებული სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.