LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისსა და ვენას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა კიდევ უფრო ხშირად შესრულდება

68
publika.ge--1-41

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways თბილისი-ვენა-თბილისის მიმართულებაზე კვირაში 2 სიხშირით იფრენს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, 23 სექტემბრიდან აღნიშნულ მიმართულებაზე Georgian Airways რეისებს ყოველ ხუთშაბათსა და კვირას შეასრულებს.

„მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ Georgian Airways 23 სექტემბრიდან, ვენის მიმართულებით უკვე კვირაში ორჯერ იფრენს, ყოველ ხუთშაბათს და კვირას! ბილეთის დასაჯავშნად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს გაყიდვების ოფისებს, ოფიციალურ პარტნიორ სააგენტოებს, ან ეწვიოთ ვებგვერდს. მოხარულნი ვიქნებით, გიხილოთ ბორტზე!”, – აღნიშნულია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები