LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისსა და ბათუმში აეროპორტები შესაძლოა, ახალ ლოკაციებზეც განვითარდეს

ghhjhj

მთავრობა თბილისსა და ბათუმში აეროპორტების გაფართოებას განიხილავს. ამის შესახებ დღეს ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა. გიორგი ქობულიას თქმით, იგეგმება აჭარაში აეროპორტების განვითარება და შესაძლოა, ეს ბათუმის გარდა სხვა ლოკაციაზეც მოხდეს.

მისივე თქმით, ახალი აეროპორტის მშენებლობაზე მსჯელობენ თბილისის შემთხვევაშიც.

„იგეგმება აჭარაში აეროპორტების განვითარება. ბათუმში თუ სხვა ლოკაციაზე, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. არის რამდენიმე იდეა. ასევე, საუბარია თბილისზე და დედაქალაქის არეალზე. ეს იქნება კონკრეტულად თბილისის აეროპორტი თუ სხვა ლოკაცია, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს“, – აღნიშნა ქობულიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები