Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
თბილისს ურბანული განვითარების სამსახური ექნება – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისს ურბანული განვითარების სამსახური ექნება

92

თბილისის მერიაში ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური იქმნება. ამის შესახებ მერიის სტრუქტურული რეფორმის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.

სტრუქტურის ახალი მოდელის მიხედვით, ურბანული განვითარების მიმართულება არქიტეტურის სამსახურის ფუნქციებისგან გაიმიჯნება.

არქიტექტურის სამსახური მხოლოდ სერვისების განვითარებასა და მიწოდებას უზრუნველყოფს, ხოლო ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ძირითადი მიმართულებები მუნიციპალური პოლიტიკის შემუშავება და გატარება, დაგეგმარება და განახლება, ქალაქმშენებლობითი პროცესების მართვა იქნება.

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ურბანული მიმართულების მართვა და დაგეგმვა ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურებთან მჭიდრო კოორდინაციით განხორციელდება.

„ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ურბანული განვითარების სამსახური მოამზადებს თბილისის მთავრობისთვის თუ საკრებულოსთვის, იქნება კოორდინაციაში ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკასთან და გარემოს დაცვის მიმართულებასთან. ეს იმისთვის, რომ მომდევნო ეტაპებზე მიღებული გადაწყვეტილებები იყოს იმთავითვე დამუშავებული და გააზრებული როგორც გარემოს დაცვის, ისე ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

აღნიშნული სამსახურების კოორდინაციის აუცილებლობა კიდევ ერთხელ განმარტა თბილისის მერმაც.

„სამშენებლო ნებართვები როცა გაიცემოდა, ეკოლოგიის სამსახურს არავინ არაფერს ეკითხებოდა. ბოლოს, როდესაც გასცემდნენ ნებართვას, მერე მოვიდოდნენ და  ეკითხებოდნენ, აბა ნახეთ თქვენ რაიმე შენიშვნა ხომ არ გაქვთ. ეს რა თქმა უნდა მიუღებელია, როდესაც ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ დედაქალაქში. შესაბამისად, როდესაც შემოვა წინადადება ნებართვის აღებასთან დაკავშირებით, პირველივე დღიდან, პირველივე საათებიდან ჩართული იქნება კონკრეტულად ეს სამსახური, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ ის პრობლემები, რომელიც ძალიან ბევრი გვაქვს ქალაქში. ჩვენ გვაქვს უამრავი მაგალითი – კონკრეტული ქუჩები, სადაც უამრავი საცხოვრებელი სახლია აშენებული და ელემენტარულად გათვლილი არ არის, რამდენად გაუძლებს ეს ქუჩები ავტომანქანების მოძრაობას და ა.შ. ეს ყველაფერი იქნება გათვალისწინებული და ყველა გაცემულ ნებართვაზე ეს საფრთხეები იქნება თავიდან არიდებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ და ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ მერიის სტრუქტურული რეფორმა წარადგინეს, რომელიც რვა მიმართულებისგან შედგება. რეფორმის მიზანი მუნიციპალიტეტის პოლიტიკის ეფექტურად აღსრულება, ბიუროკრატიული პროცესების გამარტივება და მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები