თბილისს მალე ახალი, ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო შეემატება – ოქროყანაში საცხოვრებელი კომპლექსი „სიმეტრია პარკი“ შენდება.
როგორც პროექტის განმახორციელებელ კოპანიაში ამბობენ, „სიმეტრია პარკი“ ოქროყანაში 20 000 კვ./მ. ფართობზეა გაშენებული. ინდივიდუალური დასახლება პრემიუმ კლასის სერვისებით, მშვიდი და კომფორტული ცხოვრებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურით გამოირჩევა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ მდებარეობს ქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედნიდან 8 წუთის, ხოლო ბოტანიკური ბაღისა და მთაწმინდის პარკიდან – 3 წუთის სავალზე, უკავშირდება კუს ტბის სალაშქრო გზასა და ულამაზეს ბულბულის ჭალას.
„სიმეტრია პარკი“ 39 ბინასა და 31 ინდივიდუალურ სახლს აერთიანებს. ყველა ინდივიდუალურ სახლს საკუთარი ეზო და პარკინგი აქვს. პროექტის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და 2022 წელს დასრულდება.