LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისს 20-მდე ყაზახური კომპანია ეწვევა

123

თბილისი საქართველო-ყაზახეთის ბიზნესფორუმს უმასპინძლებს. ღონისძიება 3 ივლისს, 10:00-ზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში ჩატარდება. ყაზახეთის ბიზნეს დელეგაციის ვიზიტს ორგანიზებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, სს „ყაზახ-ინვესტი“ და ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციების და განვითარების სამინისტრო უწევენ.

ღონისძიებას ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში- ერმუხამეტ ერტისბაევი გახსნის. პირველ ნაწილში გაკეთდება ყაზახური კომპანიების პრეზენტაციები, ღონისძიების მეორე ნაწილში კი ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორს საშუალება ექნება,  სექტორების მიხედვით ბიზნესის ორმხრივი შეხვედრები გამართოს და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ პოტენციურ ბიზნეს პარტნიორებთან ისაუბროს.

ყაზახურ ბიზნეს დელეგაციაში რამდენიმე სექტორია წარმოდგენილი: საკვები პროდუქტები, სამშენებლო მასალები, საინჟინრო სექტორი, ფარმაცევტიკა, მეტალურგია, შეფუთვა და ქიმწმენდა. დელეგაციის შემადგენლობაში 20-მდე ყაზახური კომპანიაა წარმოდგენილი. ამ დროისთვის ფორუმზე დასწრებისა და ბიზნესის ორმხრივ შეხვედრებში მონაწილეობის სურვილი 40-მდე ქართულმა კომპანიამ გამოთქვა.

საქართველო-ყაზახეთის ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობის მსურველ ქართულ კომპანიებს 29 ივნისამდე საშუალება აქვთ დარეგისტრირდნენ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვებ-გვერდზე: www.gcci.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები