LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისს 126 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი შეემატება (ვიდეო)

941
67896

შემოდგომაზე თბილისს, 8 და 10-მეტრიანი ავტობუსების შემდეგ, 126 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსი შეემატება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ავტობუსების შემოყვანაზე “თეგეტა მოტორსია” პასუხისმგებელი.

“ჩვენ უკვე დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, დავიწყეთ ახალი ავტობუსების შესყიდვა. მთლიანობაში ჩამოვიდა 220 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსი და 90 ერთეული 10-მეტრიანი ავტობუსი. თუმცა ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით. ჩვენ გვყავს გამარჯვებული კომპანია “თეგეტა მოტორსი”, რომელიც ვალდებულია შემოიყვანოს 126 ერთეული BMC-ის მარკის 12-მეტრიანი ავტობუსი. უახლოეს მომავალში დაწიყება აწყობა-წარმოება და შემოყვანა”, – აცხადებას კალაძე.

კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ დედაქალაქში ავტობუსის ლოდინის დრო 10 წუთამდე შემცირდება.

“ჩვენ არა მხოლოდ ჩანაცვლებით შემოვიფარგლებით, არამედ გვინდა, შემოვიყვანოთ დამატებითი ავტობუსები იმისთვის, რომ ის კონკრეტული უბნები და რაიონები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გადაადგილდება და თუ გადაადგილდება დიდი ლოდინი უწევთ მგზავრებს, ეს პრობლემა მოვაგვაროთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმუმ ათი წუთი იყოს ლოდინის დრო. შემდეგი ეტაპი არის 18 მეტრიანი ავტობუსები, რომელბიც ძალიან მალე გამოჩნდება ედაქალაქის ქუჩებში,”- აღნიშნა კალაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები